23:59 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-19 18:07:29, 1240 ნახვა

მსოფლიო
სტამბოლში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

არსებული ინფორმაციით, სტამბოლში აფეთქების შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა, საკონსულოში ცხელი ხაზი ფუნქციონირებს და წარმომადგენლობა სპეციალურ შტაბთან ცნობებს საათში რამდენჯერმე ამოწმებს.

როგორც საქართველოს გენერალურმა კონსულმა სტამბოლში, ირაკლი ასაშვილმა აღნიშნა, მას საგანგებო შტაბთან აქვს მუდმივი კავშირი.

„ქალაქ სტამბოლში გახსნილი არის საგანგებო შტაბი, რომელთანაც გვაქვს მუდმივი კავშირი და ვიღებთ ინფორმაციას. საბედნიეროდ, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ მომენტისთვის არა გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ასაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა ახლომდებარე ქუჩებზეც ისმოდა. ამ დროისთვის ქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, პატრულირებს ავიაცია, მოსახლეობას შენობებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics