03:36 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-30 12:00:44, 597 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - გუშინ ”2000 ქართველ ხალხზე“ მეტი ვერ გამოიყვანეს

გუშინ ვნახეთ 4 პარტია, 40 NGO, მთელი „დიფ სთეითი", ევროპული ბიუროკრატიის დაფინანსება და „2000 ქართველ ხალხზე" მეტი ვერ გამოიყვანეს, ბოლომდე გაინადგურა თავი მთელმა რადიკალურმა ოპოზიციამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი მიდის ძალიან კარგად, რადიკალური ოპოზიცია თავს ინადგურებს, ქვეყანა კი ვითარდება.

„ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, რადიკალური ოპოზიცია კიდევ უფრო ინადგურებს თავს, ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება, ქვეყანა ვითარდება ყველა მიმართულებით და ეს განვითარება, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics