08:38 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-24 14:56:59, 724 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვით, სახელმწიფო სამსახურში მრჩევლის პოზიცია ანაზღაურებადი აღარ იქნება

პარლამენტმა განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვით, სახელმწიფო სამსახურში მრჩევლის პოზიცია არაანაზღაურებადი საქმიანობა ხდება. პირებს, რომლებიც საჯარო სექტორში მრჩევლებად არიან დასაქმებული და ანაზღაურებას იღებენ, მრჩევლის საქმიანობის განხორციელება უსასყიდლოდ მოუწევთ.

“საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დღეს, პირველი მოსმენით - 81 ხმით, ერთხმად მიიღეს.

აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები. აღნიშნული პროექტით, პირები, რომლებიც დასაქმებული არიან მრჩევლებად არასამეწარმეო-არაკომერციულ იურიდიულ პირებში, აგრეთვე იმ საწარმოებში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი ფლობს, საკუთარ საქმიანობას უსასყიდლოდ განახორციელებენ და მრჩევლობისთვის შრომის ანაზღაურებას აღარ მიიღებენ.

ასევე, აღნიშნულ დაწესებულებებში, საჯარო სამსახურსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს უფლება არ ექნებათ ასრულებდნენ რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა) სხვა საჯარო სამსახურში.

გარდა ამისა, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ აიპებსა და სახელმწიფო საწარმოებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს უფლება ექნებათ ასრულებდნენ რაიმე სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოთ აკადემიური თანამდებობა ან იღებდნენ სხვა სარგებელს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics