|
2025-06-24 11:16:58, 715 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი, შესაძლოა, თავს დაესხას ნატო-ს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ნატო-ს რომელიმე ქვეყანას დაესხას თავს ალიანსის გამოსაცდელად. Sky News-თან ინტერვიუში, კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა რუსეთმა თავდასხმა რამდენიმე თვეში განახორციელოს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ „არ ფიქრობს, რომ პუტინი მზად არის“. მისივე თქმით, ნატო-ს წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე 2035 წლისთვის გაზრდის გეგმები „ძალიან ნელია“. „გვჯერა, რომ 2030 წლიდან პუტინს, შეიძლება, მნიშვნელოვნად დიდი შესაძლებლობები ჰქონდეს. დღეს უკრაინა აკავებს მას, მას არმიის გაწვრთნის დრო არ აქვს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე ნადგურდებიან. „ნებისმიერ შემთხვევაში, პუტინს სჭირდება პაუზა, სჭირდება სანქციების მოხსნა, სჭირდება გაწვრთნილი არმია. 10 წელი ძალიან დიდი დროა. მას, იმ დროისთვის, ახალი არმია ეყოლება მზად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)