|
2025-06-17 20:57:46, 1093 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ახლა ჩვენ სრული და ტოტალური კონტროლი გვაქვს ირანის ცაზე
ახლა ჩვენ სრული და ტოტალური კონტროლი გვაქვს ირანის ცაზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ტრამპი წერს, ირანს კარგი საჰაერო სათვალთვალო რადარები და სხვა თავდაცვითი აღჭურვილობა ჰქონდა და საკმაოდ ბევრი, მაგრამ ეს ვერ შეედრება ამერიკაში დამზადებულ, ჩაფიქრებულ და წარმოებულ „ნივთებს“. „ამას ვერავინ აკეთებს ისე კარგად, როგორც კარგი, ძველი, ამერიკის შეერთებული შტატები“, – წერს ტრამპი. როგორც ტრამპი აღნიშნავს, აშშ-სთვის ცნობილია ირანის სულიერი ლიდერის ადგილმდებარეობა. „ჩვენ ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. სულიერი ლიდერი. ის ადვილი სამიზნეა, მაგრამ იქ უსაფრთხოდ არის – ჩვენ არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ახლა არა, მაგრამ არ გვინდა, რომ რაკეტები მშვიდობიან მოსახლეობას ან ამერიკელ ჯარისკაცებს ესროლონ. ჩვენი მოთმინება იწურება“, – წერს ტრამპი. აშშ-ის პრეზიდენტი კიდევ ერთ განცხადებაში წერს: „უპირობო დანებება”.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)