|
2016-03-18 16:57:32, 593 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია საფრანგეთის ელჩს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საქართველოში საფრანგეთის ელჩს, პასკალ მონიეს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მინისტრმა აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტებსა და დაგეგმილღონისძიებებზე ისაუბრა. „სამინისტროს აქვს დარგის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ბოლო პერიოდში განხორციელებული საქმიანობის შედეგად, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს არაერთი მიმართულებით. აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისი სტანდარტების დანერგვის პროცესი. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA)კონტექსტში, ჩვენი საექსპორტო პოტენციალი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციასა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაზე. ვფიქრობთ, უკვე ძალიან მალე ევროკავშირის ქვეყნებში გავიტანთ თაფლს და თევზპროდუქტებს. მიმდინარე წლის ბოლოს ვგეგმავთ საფრანგეთში, გამოფენაზე ჩვენი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროდუქცია წარვადგინოთ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ. უწყების ინფორმაციით, მინისტრმა მარსელში ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციათა მუზეუმში ქართული ღვინის კუთხის გახსნისა და საფრანგეთის ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ისაუბრა. ხელშეკრულების თანახმად, ბორდოში 2017 წელი საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის წლად გამოცხადდება. საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მონიემ, საფრანგეთსა და საქართველოს შორის აგრარული დარგის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პექრსპექტივებზე ისაუბრა. „ქართულ პროდუქციას და განსაკუთრებით ქართულ ღვინოს ნამდვილად შეუძლია საფრანგეთის ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებს აქვთ საკუთარი ღვინო, ისინი ესპანური, სამხრეთ ამერიკული და სხვა კარგი ღვინოების მომხმარებლები არიან, შესაბამისად, ქართული ღვინოსაც აქვს რეალური შანსები; სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. ვისაუბრეთ მეცხოველეობის დარგის მიმართულებით თნამშრომლობის შესახებაც, რაც ასევე საინტერესო და პერსპექტიულია“, - აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)