|
2025-06-17 11:03:03, 826 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის ლიკვიდაცია განახორციელეს
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანის შეიარაღებული ძალების ომის პერიოდის შტაბის უფროსის, ალი შადმანის ლიკვიდაცია განახორციელეს. „მეორედ ხუთი დღის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის ომის პერიოდში მოქმედი შტაბის უფროსი, რეჟიმის უმაღლესი სამხედრო მეთაური გაანადგურა. ზუსტი სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე, თეირანის ცენტრში, ისრაელის საჰაერო ძალების დარტყმის შედეგად, მოკლულია ირანის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირი და ხამენეის უახლოესი სამხედრო მრჩეველი, ალი შადმანი“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. ცნობისთვის, ალი შადმანიმ ამ თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. მან გენერალ-მაიორი გოლამ ალი რაშიდი ჩაანაცვლა, რომელიც პარასკევს ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული იერიშის დროს დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)