|
2025-06-17 10:27:19, 814 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - დონალდ ტრამპი ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებით გამოვიდა
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გაცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებით გამოვიდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „გაკეთდა შეთავაზება, კერძოდ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და უფრო ფართო დისკუსიების დაწყებასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი იქნება, თუ ამერიკის შეერთებული შტატები ცეცხლის შეწყვეტას მიაღწევს. საფრანგეთი მხარს დაუჭერს მას“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს კანადის ქალაქ კანანასკისში, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტი მიმდინარეობს. მისი თქით, მხარეებმა მოსახლეობაზე თავდასხმები უნდა შეწყვიტონ, რადგან ამას არაფერი ამართლებს. „აბსოლუტურად აუცილებელია, რომ ორივე მხრიდან ენერგეტიკული, ადმინისტრაციული და კულტურული ინფრასტრუქტურის, და მით უმეტეს, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ყველა დარტყმა შეწყდეს. ამას არაფერი ამართლებს“, - აღნიშნა მაკრონმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)