|
2025-06-15 17:17:45, 1350 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალები - ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ღამით თეირანში 80 სამიზნეს დაარტყეს, სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან კი - 170-ზე მეტს
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათმა ათობით მოიერიშე თვითმფრინავმა ღამით თეირანში სულ მცირე 80 სამიზნეს დაარტყა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ აღნიშნულ სამიზნეებს შორის იყო ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა, სამხედრო კვლევისა და განვითარების განყოფილება და ობიექტები, სადაც ირანის რეჟიმმა ბირთვული არქივი დამალა. ამასთან, საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი სამხედრო ჩინოვნიკზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამიზნეებს შორის ასევე იყო ორმაგი დანიშნულების ორი საწვავის ობიექტი, რომლებიც სამხედრო და ბირთვული ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანში, სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, სამ დღეზე ნაკლებ პერიოდში, 170-ზე მეტ სამიზნეს და სამხედრო ინფრასტრუქტურის 720 კომპონენტს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)