|
2025-06-15 15:09:51, 854 ნახვა
მსოფლიო
რობერტ ფიცო - სლოვაკეთს არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ უკრაინის გამო დაიტანჯოს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი მოითხოვს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტზე კენჭისყრის გადადებას მანამ, სანამ გაზის მიწოდების საკითხი არ განიხილება. უკრაინული მედიის ცნობით, ფიცომ განაცხადა, რომ მან სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იური ბლანარს სთხოვა, 18 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაზე სანქციების პაკეტის სასარგებლოდ ხმა არ მისცეს მანამ, სანამ რუსული გაზის მიწოდების საკითხი არ გადაწყდება. „გვსურს, რომ ახლა სანქციებზე კი არა, ამ თემაზე ვისაუბროთ“, - აღნიშნა ფიცომ. მისი თქმით, ბრატისლავას სურს იცოდეს, რა გარანტიები იქნება წარმოდგენილი გაზის საკმარისი რეზერვების ხელმისაწვდომობასთან და ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობისთვის ფასები მკვეთრად არ გაიზრდება. „სლოვაკეთს არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ უკრაინის გამო დაიტანჯოს“, - დასძინა ფიცომ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)