|
2025-06-15 10:13:22, 1059 ნახვა
მსოფლიო
მასკმა ირანში ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვის შემდეგ Starlink-ი ხელმისაწვდომი გახადა
ამერიკელმა მილიარდერმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა თქვა, რომ ირანში Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახადა მას შემდეგ, რაც თეირანმა ისრაელის იერიშების ფონზე მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომა შეუზღუდა. ამის შესახებ მასკი X-ზე სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის პასუხად წერს. ცნობისთვის, 13 ივნისს ირანის კომუნიკაციის სამინისტრომ განაცხადა, რომ სიტუაციის გამო "ქვეყნის ინტერნეტზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა", რის შედეგადაც ირანელებს ინტერნეტში უცხოურ საინფორმაციო წყაროებზე წვდომა შეეზღუდათ. ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ ისრაელმა თეირანში სამხედრო ობიექტებზე იერიში დაიწყო. პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვება განაახლა. ირანული ბალისტიკური რაკეტა ისრაელში ქალაქ ტამრაში იორსართულიან სახლს მოხვდა, რასაც ერთი ქალი ემსხვერპლა, 13 სხვა ადამიანი კი დაშავდა. 13 ივნისს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)