15:24 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-14 17:38:21, 1844 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - გომელაურის დაბარების რეალური მიზეზი გახარიასთვის არჩევანის ცხადად წარმოჩენაა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, გენერალურ პროკურატურაში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის დაბარება, გიორგი გახარიას არჩევანის წინაშე დაყენებაა, ციხესა და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას შორის.

აღნიშნულით ბოკუჩავა ეხმაურება ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურის გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებას.

„გომელაურის დაბარების რეალური მიზეზი გახარიასთვის არჩევანის ცხადად წარმოჩენაა - ციხე ან ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა“,- აცხადებს ბოკუჩავა.

ცნობისთვის, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. ის უწყებაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით დაიბარეს. ის 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics