|
2025-06-14 14:53:50, 1118 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპმა ისრაელსა და ირანს დიალოგისკენ მოუწოდა
რომის პაპმა ისრაელსა და ირანს დიალოგისკენ მოუწოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რომის პაპ ლეო XIV-ზე დაყრდნობით ავრცელებს. რომის პაპ ლეო XIV-ს განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს „დიდი შეშფოთებით“ აკვირდება. „მსგავს დელიკატურ მომენტში მსურს პასუხისმგებლობისა და გონიერებისკენ ჩემი მოწოდება კიდევ ერთხელ გავიმეორო. ბირთვული საფრთხეებისგან თავისუფალი უსაფრთხო სამყაროს შექმნისკენ სწრაფვა გულწრფელი დიალოგის გზით უნდა მოხდეს, რათა სამართლიანობაზე, ძმობასა და საყოველთაო კეთილდღეობაზე დაფუძნებული მდგრადი მშვიდობა შეიქმნას“, - განაცხადა რომის პაპმა. მისი თქმით, „სხვის არსებობას საფრთხე არავინ უნდა შეუქმნას“. „ყველა ქვეყნის მოვალეობაა, მხარი დაუჭიროს მშვიდობის საქმეს შერიგებისკენ მიმავალი გზების შექმნითა და ისეთი გადაწყვეტილებების ხელშეწყობით, რომლებიც ყველასთვის უსაფრთხოებასა და ღირსებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა რომის პაპმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)