|
2025-06-14 14:09:35, 840 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი - თუ ხამენეი ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლას გააგრძელებს, თეირანი ცეცხლში გაეხვევა
თუ ხამენეი ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლას გააგრძელებს, თეირანი ცეცხლში გაეხვევა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა. „ირანელი დიქტატორი ირანის მოქალაქეებს მძევლებად აქცევს და ქმნის რეალობას, რომელშიც მათ, განსაკუთრებით კი თეირანის მაცხოვრებლებს, ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებზე კრიმინალური თავდასხმისთვის მძიმე საფასურის გადახდა მოუწევთ“, - განაცხადა ისრაელ კაცმა. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა განცხადება გაავრცელა, რომ ისრაელის საჰაერო ძალები ირანში მდებარე ბირთულ და სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს ახორციელებენ. შეგახსენებთ, 13-14 ივნისს ირანის მიერ ისრაელის წინააღდეგ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით დაშავდა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა ან განადგურდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)