|
2025-06-14 11:52:33, 847 ნახვა
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი - ისრაელის იერიშების შემდეგ აშშ-თან ბირთვულ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს
ისრაელის იერიშების შემდეგ აშშ-თან ბირთვულ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა. „მეორე მხარე (აშშ) ისე მოიქცა, რომ დიალოგს აზრი არ აქვს. არ შეიძლება იმის პრეტენზია გქონდეს, რომ მოლაპარაკებები გსურს და ამავდროულად, სიონისტურ რეჟიმს ირანის ტერიტორიის დაბომბვის უფლება მისცე“, - განაცხადა ბაღაიმ. მისი თქმით, ისრაელი იერიშებს ვაშინგტონის ნებართვის გარეშე ვერ განახორციელებდა. ბაღაის განცხადების მიუხედავად, ირანის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ კვირას დაგეგმილ ბირთვულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ. ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვა კვირას, ომანის დედაქალაქ მასკატშია დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)