|
2025-06-13 18:41:22, 878 ნახვა
მსოფლიო
რუსი დეპუტატი - საქართველომ არჩევანი ეროვნულ ინტერესებზე გააკეთა, არა ლიბერალურ დიქტატურაზე
საქართველომ, პირველმა, ევროკავშირის კანდიდატობის წევრი ქვეყნებიდან, უარი თქვა დაჰყოლოდა ბრიუსელის მითითებებს, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში - ამის შესახებ რუსმა სენატორმა, ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის ხელმძღვანელმა, ალექსეი პუშკოვმა განაცხადა. ,,ურსულა ფონ დერ ლაიენს, საკუთარი საბრძოლო რეკომენდაციებით, ნეოწარმართული ღირებულებებითა და რუსეთისადმი სულელურად აგრესიული ურთიერთობით, თავაზიანად შესთავაზეს, რომ "ბამბუკი გაებოლებინა" (რედ. - რუსული გამოთქმა რომელიც ნიშნავს არაფრის კეთებას, მარიხუანის მოწევას, ან თამაშგარეთ დარჩენას). მისმა სატრაბახო "ბერკეტებმა", არჩევნების გაყალბების შესახებ, საქართველოსთან ვერ გაამართლა, იქ არჩევნები მისი სურვილების საპირისპიროდ გაიმართა, მის მიერ ხელდასმული ზურაბიშვილი კი მასში (არჩევნებში) "მოსრიალდა", თანაც ქარის სისწრაფით. ევროკავშირს თბილისში მაიდანის გამეორება ვერ გამოუვიდა. და შემთხვევითი არ არის, რომ ვიქტორ ორბანის მტკიცებით, ახლა ევროკავშირს საქართველოსი ეშინია და შურთ მისი ეკონომიკის მდგომარეობის. საქართველოს ხელისუფლებამ არჩევანი საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე გააკეთა და 9არა ბრიუსელის ლიბერალურ დიქტატურაზე - და მოიგეს კიდეც''- აცხადებს რუსი სენატორი
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)