11:18 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-06 15:39:45, 1286 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს - ჩვენი ქვეყნები არიან მოკავშირეები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ოლეგ ბარციცს ახალ „თანამდებობაზე“ წარმატება უსურვა.

„ეს თქვენი პირველი ვიზიტია რუსეთში ახალ რანგში, აპრილში დანიშვნის შემდეგ. წერილობითი მილოცვის გარდა, ნება მომეცით ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და პირადად გისურვოთ წარმატებები აფხაზეთის რესპუბლიკის საკეთილდღეოდ ახალ წამოწყებაში“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, ბარციცს წვლილი მიუძღვის რუსეთსა და აფხაზეთს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდაში იმ პერიოდში, როდესაც ის მოსკოვში აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა.

ლავროვის მტკიცებით, აფხაზეთი და რუსეთი არიან მოკავშირეები მრავალსაუკუნოვანი ისტორიით.

„ჩვენი ქვეყნები არიან მოკავშირეები მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, ჩვენ ახლა ვქმნით უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიან სივრცეს ჩვენი პრეზიდენტების გადაწყვეტილებების შესაბამისად და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვახდენთ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური კანონმდებლობის ჰარმონიზაციას რუსულ კანონმდებლობასთან, რათა მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ რესპუბლიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით არსებული რესურსები და მივაღწიოთ შედეგებს, რომლებიც თვალსაჩინო იქნება საპენსიო, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში“, - აღნიშნა ლავროვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics