|
2016-03-17 18:39:44, 536 ნახვა
საზოგადოება
შოთა გულბანი: 14 მილიონი დოლარი შეუსაბამოდ დაბალი ფასია, რაც კითხვებს აჩენს
საქართველოს ბანკის ჰოლდინგში შემავალი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ფარმაცევტული კომპანია „ჯიპისის“ 100 %-იან წილს ყიდულობს. გარიგების ღირებულება 14 მილიონი დოლარია. გამოითქვა მოსაზრებები, რომ ეს გარიგება საქართველოს ბანკის ფარმაცევტულ ბაზარზე შესვლას ნიშნავს. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ბანკებს ოფიციალურად აეკრძალათ არაპროფილური აქტივების ფლობა. აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით ინტერესი დიდია ასევე იმ თვალსაზრისით, თუ რა ზეგავლენას მოახდენს იგი მედიკამენტების ფასებზე. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის შოთა გულბანის მოსაზრებით, ეს გარიგება ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების ცვლილებაზე მოახდენს გავლენას და მედიკამენტები კიდევ უფრო გაიაფდება. გულბანს აღნიშნულ თემაზე რადიო კომერსანტი ესაუბრა. „მსგავსი გარიგებები ჩვეულებრივ ბიზნეს–პროცესად უნდა განვიხილოთ. კომპანია „ჯიპისის“ მფლობელებმა საჭიროდ ჩათვალეს და ფარმა–ბიზნესიდან გადიან და ამ ბაზრით დაინტერესებულ სხვა ბიზნეს–სტრუქტურაზე ყიდიან ბიზნესს. განვიხილოთ, რამდენად წაადგება ეს კონკრეტული გარიგება ფარმა–ბაზარს. სტაბილური განვითარება, პირველ რიგში უნდა გამოიხატოს მომხმარებლის კმაყოფილებაში, ყოველ შემთხვევაში, ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება. ჩვენც აქეთ მივისწრაფით, რომ მომხმარებელი იყოს კმაყოფილი. ეს კი გამოიხატება იმაში, რომ შედარებით ხელმისაწვდომი მედიკამენტები შესთავაზო მას. თუ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი სერიოზულ ფინანსურ რესურსს მიმართავს ამ სეგმენტისკენ, მათ უნდა იზრუნონ იმაზეც, რომ კონკურენტებთან შედარებით დაბალ ფასად შესთავაზონ მომხმარებელს მედიკამენტები. საინტერესო ვითარება იქმნება – ერთი მხრივ ბაზარზე საკმაოდ დაბალი ფასებით უკვე ოპერირებს ახალშემოსული კომპანია „ჰუმანითი“ და შემოდის საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, რომელსაც სხვა გზა არ ექნება, კიდევ უფრო დაბალი ფასები უნდა შესთავაზოს ბაზარს. ასე რომ, მედიკამეტების გაიაფების კუთხით, ჩემი მოლოდინები პოზიტიურია“, განაცხადა გულბანმა რადიო კომერსანტთან საუბრისას. გულბანის თქმით იმის თქმა, რომ GHG –ის გადაწყვეტილება, შევიდეს ფარმაცევტულ ბაზარზე, ჰუმანითის შემოსვლამ განაპირობა, ცოტა გადაჭარბებული იქნება, თუმცა ლოგიკის დიდი წილი ამ მოსაზრებაშიც დევს. „ჰუმანითის შემოსვლა მნიშვნელოვანია ფაქტორია, 30%-ით იაფია მისი წამლები, ხშირად 50 %-ითაც კი ნაკლებია მათი ფასი, ეს ეხება ჯენერიულ მედიკამენტებს. ჩვენ ვაწარმოებთ კვლევას წამლების ფასებზე და ჰუმანითის შემოსვლამ გაიაფების თვალსაზრისით ცვლილებები მართლაც განაპირობა. ცალსახად იმის თქმა, რომ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გადაწყვეტილება ჰუმანითის აქტიურებით არის ინსპირირებული, არ იქნება მართებული, თუმცა ამ მოსზრებაში ლოგიკის დიდი წილია და თუ ეს ასეა, ამით მხოლოდ მომხმარებელი იხეირებს, რაც ძალიან კარგია“, – მიაჩნია გულბანს. გულბანის მოსაზრებით, როცა ბაზარზე ასეთი მასშტაბური გარიგება ხდება იქ საზოგადოებას თუ ნებისმიე დაინტერესებულ პირს, კითხვები არ უნდა დარჩეს. ამ შემთხვევაში კი კითხვები რჩება, რაც ამ გარიგების პოზიტიურ მოლოდინებს ჩრდილს აყენებს, მიაჩნია გულბანს „გარიგების დასახელებული ფასი 14 მლნ აშშ დოლარი, შეუსაბამოდ მცირეა GPC -ის ქსელის, GPC -ის ბიზნესის რეალურ ღირებულასთან მიმართებაში და ეს გარკვეულ ეჭვებს წარმოშობს. ვფიქრობ, ამ გარიგების მონაწილე ორივე მხარემ საზოგადოებას უნდა გააცნოს საკუთარი არგუმენტები, თუ რატომ შეთანხმდნენ ასეთ დაბალი ფასზე. ფარმაცევტული ბიზნესი საზოგადოებრივად ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია და სოციალური სტაბილურობის ელემენტებს შეიცავს. ამდენად, თითოეული გარიგება, მით უფრო ასეთი მასშტაბის, როცა ძირეულად იცვლება ბაზრის სურათი, მოითხოვს სრულ გამჭვირვალობას. თავის მხრივ, შესაბამისი მარეგულირებლებიც რეალურად უნდა დაინტერესდნენ ამ გარიგებით“, – მიაჩნია გულბანს.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)