|
2025-06-06 00:07:17, 4726 ნახვა
სპორტი
უზბეკეთის ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური.
უზბეკეთის ნახევარმცველი ჯალოლიდინ მაშარიპოვი (მარცხნივ) ბურთს არაბთა გაერთიანებული საემიროების თავდამსხმელ ალი სალეჰს უპირისპირდება 2025 წლის 5 ივნისს აბუ დაბიში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის დროს. უზბეკეთის ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური. საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოსწინა ჯგუფურ რაუნდში გუნდმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებს ფრედ ითამაშა, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა. ამგვარად, უზბეკეთი, რომელმაც ჯგუფში ირანის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა, ცენტრალური აზიის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. უზბეკეთს საკვალიფიკაციო ტურნირში კიდევ ერთი თამაში აქვს დარჩენილი: 10 ივნისს გუნდი ტაშკენტში კატარის გუნდს უმასპინძლებს. თუმცა, უზბეკებისთვის ეს მატჩი უკვე სიმბოლური იქნება - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთი უკვე ჩანთაშია. შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება, აზიის (AFC) რეგიონის 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რაც სამით მეტია წინა მსოფლიო თასებზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)