13:28 - 07 Jul, 2026
|
2025-05-31 15:48:35, 1216 ნახვა
მსოფლიო
კაია კალასი - რუსეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენი დროის უდიდესი გამოწვევაა
რუსეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენი დროის უდიდესი გამოწვევაა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა სინგაპურში, კონფერენციაზე - „შანგრი-ლას დიალოგი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „როდესაც ჩინეთი და რუსეთი გლობალური უსაფრთხოების წესრიგის შეცვლის შესახებ საუბრობენ, ჩვენ ამის გამო უნდა ვღელავდეთ. თუ თქვენ ჩინეთის გამო ღელავთ, მაშინ რუსეთის გამოც უნდა ინერვიულოთ“, - განაცხადა კაია კალასმა. მისი თქმით, ჩინეთი რუსეთის სამხედრო მანქანას უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარება. სიტყვით გამოსვლისას კაია კალასმა ევროპელ და აზიელ მოკავშირეებს რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების წინააღმდეგ თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)