|
2025-05-31 11:10:43, 909 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ერდოღანს ესაუბრა
ვოლოდიმირ ზელენსკი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. „პირადად მას, ისევე როგორც მთელ თურქეთს, ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მიმართ არსებული პრინციპული პოზიციისთვის მადლობა გადავუხადე. ჩვენ ვისაუბრეთ სტამბოლში გამართული პირველი შეხვედრის შესახებ. სამხედრო ტყვეების გაცვლა ამ შეხვედრის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ერთადერთი. მშვიდობის მიღწევისთვის ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია. მკვლელობები უნდა შეწყდეს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის სტამბოლში მომდევნო შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა განიხილა. „ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ არ შეიძლება ეს შეხვედრა უშედეგო იყოს. ასევე, განვიხილეთ ოთხმხრივი შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და აშშ-ის ლიდერების დონეზე“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)