|
2025-05-30 16:40:22, 773 ნახვა
მსოფლიო
ჰაკან ფიდანი - რუსეთ-უკრაინის ომის გარდამტეხ მომენტს ვუახლოვდებით
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი გარდამტეხ მომენტს უახლოვდება, სადაც ხანგრძლივი მშვიდობის წელს მიღწევის შანსი არსებობს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ფიდანმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბოლში მაისში გამართულმა მოლაპარაკებებმა დიპლომატიურ ინსტრუმენტებს ახალი განზომილება შესძინა. „ომის გარდამტეხ მომენტს ვუახლოვდებით. როგორც 16 მაისს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დასაწყისში აღინიშნა, ჩვენს წინაშე ორი გზაა: ან თვალს დავხუჭავთ ამ ომის გაგრძელებაზე, ან ხანგრძლივ მშვიდობას მიმდინარე წლის განმავლობაში მივაღწევთ“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისი თქმით, თურქეთი სტამბოლში გამართული შეხვედრის შემდეგ მხარეებს შორის ტყვეების გაცვლას იმის ნიშნად აღიქვამს, რომ მოლაპარაკებებს, შესაძლოა, კონკრეტული შედეგები მოჰყვეს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა გამოაცხადა მზადყოფნა, გააგრძელოს მოლაპარაკებები 2 ივნისს და ამჟამად კიევში მიმდინარეობს მოსაზრებების გაცვლა შემდეგი შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)