13:28 - 07 Jul, 2026
|
2025-05-30 15:00:18, 751 ნახვა
მსოფლიო
„ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ისრაელის სამოქალაქო თვითმფრინავებზე თავდასხმებს გეგმავენ
იემენელი შიიტი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ისრაელის სამოქალაქო თვითმფრინავებზე თავდასხმებს გეგმავენ. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მუქარა მას შემდეგ გაისმა, რაც ისრაელის სამხედრო ავიაციამ იემენის დედაქალაქ სანაას აეროპორტში დარჩენილი ბოლო თვითმფრინავი გაანადგურა. „ჰუსიტების“ წარმომადგენელი მაჰდი ალ-მაშათი აცხადებს, რომ ყველა საერთაშორისო ავიაკომპანიამ, რომელიც კვლავ ასრულებს რეისებს ბენ გურიონის აეროპორტში, დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს მარშრუტები, რადგან არსებობს თავდასხმები რისკი. „ჰუსიტების“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ბენ გურიონის აეროპორტი აღარ შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)