|
2025-05-30 14:31:33, 660 ნახვა
მსოფლიო
ჰაკან ფიდანი - შესაძლებელია, სტამბოლში ჩატარებული მოლაპარაკებები დაგვირგვინდეს ტრამპის, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრით, რომელსაც ერდოღანი უმასპინძლებს
შესაძლებელია, სტამბოლში ჩატარებული მოლაპარაკებები დაგვირგვინდეს ტრამპის, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრით, რომელსაც ერდოღანი უმასპინძლებს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ფიდანმა აღნიშნა, სტამბოლში დამტკიცდა, რომ მოლაპარაკებებს შეუძლია, კონკრეტული შედეგების მოტანა. „ჩვენ ან თვალს დავხუჭავთ ამ ომის გაგრძელებას, ან მიმდინარე წლის განმავლობაში მივაღწევთ მუდმივ მშვიდობას. სტამბოლში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მოლაპარაკებებს შეუძლია, კონკრეტული შედეგების მოტანა. ჩვენ გვინდა, რომ სტამბოლში მიღწეული იმპულსი გაგრძელდეს. მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია, სტამბოლში ჩატარებული მოლაპარაკებები დაგვირგვინდეს ტრამპის, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრით, რომელსაც უმასპინძლებს ბატონი ერდოღანი“, – განაცხადა ფიდანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)