|
2025-05-30 12:29:25, 716 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - პალესტინის სახელმწიფოს აღიარება პოლიტიკური აუცილებლობაა
პალესტინის სახელმწიფოს აღიარება გარკვეული პირობებით არა მხოლოდ მორალური მოვალეობაა, არამედ პოლიტიკური აუცილებლობაა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გაამკაცრონ კოლექტიური პოზიცია ისრაელის წინააღმდეგ, თუ ის შესაბამისად არ უპასუხებს ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას. „ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმ არჩევანზე, რომელსაც ისრაელის მთავრობა მიიღებს მომავალ დღეებში“, – განაცხადა მაკრონმა მაკრონის განცხადებით, მოქმედება საჭიროა მომავალ საათებსა და დღეებში. ამასთან, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, ჰუმანიტარული ბლოკადა ღაზის სექტორში აუტანელ ვითარებას ქმნის. „მომავალ საათებსა და დღეებში თუ არ იქნება პასუხი, რომელიც შეესაბამება ჰუმანიტარულ ვითარებას, ცხადია, ჩვენ მოგვიწევს ჩვენი კოლექტიური პოზიციის გამკაცრება და სანქციების გამოყენება,“ – აღნიშნავს მაკრონი. მაკრონის განცხადებებზე საპასუხოდ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მაკრონი ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)