|
2025-05-27 11:03:37, 825 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პოლიანსკი - რუსეთმა, უკრაინის საკითხში ევროპის ქმედებების გამო, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა მოითხოვა
რუსეთმა, ევროპული ქვეყნების ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების პროცესის შეფერხებას ცდილობენ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება მოითხოვა, - ამის შესახებ ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა. „კიევის რეჟიმის ევროპელმა სპონსორებმა მოითხოვეს შეხვედრა უკრაინაში ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც 29 მაისს, ნიუ-იორკის დროით 15:00 საათზე (მოსკოვის დროით 22:00 საათზე) გაიმართება. ჩვენ გადავწყვიტეთ, სარკისებურად გვეპასუხა და, თავის მხრივ, მოვითხოვეთ შეხვედრა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის შექმნილ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია რიგი ევროპული სახელმწიფოების ქმედებებით, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ უკრაინის კრიზისის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობებს“, - აღნიშნა პოლიანსკიმ. პოლიანსკის თქმით, რუსეთის მოთხოვნით, შეხვედრა, სავარაუდოდ, 30 მაისს გაიმართება.
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)