|
2025-05-26 14:30:49, 892 ნახვა
მსოფლიო
კრემლი აცხადებს, რომ ტრამპის რეაქცია უკრაინის დაბომბვაზე “ემოციურმა გადაღლამ“გამოიწვია
ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, რუსეთის ბოლოდროინდელ სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას უპასუხა. ტრამპის რეაქცია კრემლის სპიკერმა "ემოციური გადატვირთულობით" ახსნა. "ჩვენ მადლობელნი ვართ ამერიკელებისა და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, მოლაპარაკების პროცესის ორგანიზებისთვისა და მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან საპასუხისმგებლო მომენტია, რომელიც აბსოლუტურად ყველას ემოციურ გადაღლას და ემოციურ რეაქციებს უკავშირდება. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყველა სახის რეაქციებს". – თქვა პესკოვმა. პესკოვის თქმით, პუტინი რუსეთის უსაფრთხოებისთვის აუცილებელ გადაწყვეტილებებს იღებს და ბოლოდროინდელი მასშტაბური რუსული იერიშები "კიევის მიერ სოციალურ და მშვიდობიან ინფრასტრუქტურაზე მიტანილი დარტყმების საპასუხო იერიშებია". 25 მაისს რუსეთმა უკრაინის რეგიონები 300 დრონითა და 70-მდე რაკეტით დაბომბა. შედეგად დაიღუპა 12 და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. 26 მაისს რუსეთმა უკრაინაზე დრონებით ომის დაწყების დღიდან ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო სივრცე 364-მა უპილოტო საფრენმა აპარატმა გადაკვეთა.
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)