|
2025-05-22 17:14:07, 1272 ნახვა
მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტის პოსტზე კენჭის ყრას აღარ აპირებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტის პოსტზე კენჭის ყრას აღარ აპირებს, მისივე თქმით, თურქეთს ახალი კონსტიტუცია სჭირდება. "არ მაქვს განზრახვა ხელახლა დავიკავო პრეზიდენტის პოსტი ან კენჭი ვიყარო კანდიდატურაზე. ჩვენი ერთადერთი მიზანი ქვეყნის რეპუტაციის გაუმჯობესებაა. თურქეთი იცვლება. მსოფლიო იცვლება. ჩვენ ვცხოვრობთ ახალ ეპოქაში. როგორ ფიქრობთ, შეგვიძლია რაიმე მნიშვნელოვანს მივაღწიოთ ასეთ სწრაფად ცვალებად სამყაროში იმ კონსტიტუციით, რომელიც შეიქმნა გადატრიალების დროს ძველ თურქეთში და დღემდე ინარჩუნებს პუტჩისტურ მენტალიტეტს? თურქეთს აღარ შეუძლია წინსვლა გადატრიალების მონაწილეების მიერ დაწერილი კონსტიტუციით. ჩვენ გვჭირდება კონსტიტუცია, რომელსაც წარადგენენ მოქალაქეები და არა გადატრიალების დამგეგმავები," - თქვა ერდოღანმა. თურქთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი სამართლიანობისა და განვითარების პარტია ახალ კონსტიტუციაზე უკვე მუშაობს. მან პროცესში ჩართვისკენ ასევე ოპოზიციასაც მოუწოდა. "დავაყენოთ კომისიები და რაც შეიძლება სწრაფად შევქმნათ სამოქალაქო კონსტიტუცია, რომელსაც ჩვენს ხალხს წარვუდგენთ. არ არსებობს მიზეზი, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს," - თქვა მან. ოპოზიციის მიერ ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნებზე საუბრისას ერდოღანმა თქვა, რომ ცადამდელი ან შუალედური საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის "არანაირი საჭიროება არ არსებობს".
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)