|
2025-05-20 15:37:43, 1249 ნახვა
ეკონომიკა
გალტ & თაგარტსა და GTN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოში წამყვანი საინვესტიციო კომპანია, გალტ & თაგარტი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგძობს. ამ მიზნით, გალტ & თაგარტმა საერთაშორისო ფინტექ ორგანიზაციასთან GTN-თან თანანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. GTN მსოფლიოს მასშტაბით საინვესტიციო ბანკებსა და საბროკერო ორგანიზაციებს უახლეს ტექნოლოგიებს უზიარებს და შესაძლებლობას აძლევს, საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის თანამედროვე მეთოდები და ინსტრუმენტები დანერგონ. გალტ & თაგარტმა, GTN-თან პარტნიორობით, უკვე შეძლო მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა ინვესტირების გაუმჯობესებული გამოცდილება. სიახლე შეეხო G&T Trader–ის ონლაინ სავაჭრო პლატფორმას, რომელსაც ახალი ფუნქციონალები დაემატა. განახლებული G&T Trader-ის საშუალებით, კომპანიამ მომხმარებლებს მსოფლიოს მასშტაბით უფრო მეტ საფონდო ბირჟაზე კიდევ უფრო მრავალფეროვანი ინსტრუმენტებით ვაჭრობის შესაძლებლობა მისცა. თანამშრომლობის შედეგად, გალტ & თაგარტის ონლაინ საინვესტიციო პლატფორმაზე ხელმისაწვდომია:
„მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ-ტექნოლოგიურ ორგანიზაციასთან — GTN. ვაფასებთ მათ ინოვაციურობასა და მრავალწლიან გამოცდილებას საინვესტიციო ტექნოლოგიების განვითარებაში. მათი მხადარდაჭერით, ჩვენ მომხმარებლებისთვის ვავითარებთ საინვესტიციო პლატფორმას, სადაც მათ საკუთარი პორტფელის უფრო ეფექტიანად დივერსიფიცირების შესაძლებლობა აქვთ, იღებენ უფრო მეტად ინფორმირებულ და მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, შედეგად, კიდევ უფრო უკეთ განკარგავენ საკუთარ აქტივებს. ჩვენ მადლობას ვუხდით GTN-ის გუნდს პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის და იმედი გვაქვს, მომავალში, საერთო ძალებით, ინვესტირებით დაინტერესებულ ადამიანებს კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ“, — აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი. „GTN-ისთვის სასიხარულოა Galt and Taggart-თან, საქართველოში წამყვან საინვესტიციო ბანკთან პარტნიორობა. ჩვენი ერთობლივი სავაჭრო და საინვესტიციო ინსტრუმენტი შექმნილია ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ფართო სამომხმარებლო ბაზას ემსახურებიან. ჩვენი გაერთიანებული ძლიერი მხარეებით, მომავალ წლებში საქართველოს ბაზარზე მრავალი ინოვაციის დანერგვას ველით“, - განაცხადა დამიან ბანსმა, GTN-ის ახლო აღმოსავლეთის რეგიონის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)