17:51 - 07 Jul, 2026
|
2025-05-19 21:08:58, 1359 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - საუბარი გულახდილი და შინაარსიანი იყო; რუსეთი მზადაა უკრაინასთან მემორანდუმზე მუშაობისთვის
დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე დაყრდნობით ავრცელებს. „დონალდ ტრამპთან საუბარი გულახდილი და შინაარსიანი იყო. მოსკოვი საომარი მოქმედებების შეწყვეტის მომხრეა, მაგრამ აუცილებელია მშვიდობისკენ მიმავალი ყველაზე ეფექტური გზების შემუშავება“, - განუცხადა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს. ვლადიმერ პუტინის ცნობით, დონალდ ტრამპს მოსკოვსა და კიევს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენაში მონაწილეობის გამო მადლობა გადაუხადა. ამასთან, მისი თქმით, „რუსეთი მზადაა უკრაინასთან მემორანდუმზე მუშაობისთვის, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ“. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის საუბარი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)