22:38 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 17:34:10, 400 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ხადურმა საფრანგეთის ელჩ პასკალ მენიესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში პასკალ მენიესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ ხადურმა ბატონ პასკალ მენიეს მიულოცა საქართველოში ელჩად დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თანამშრომლობა წარმატებულად წარიმართება.

შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და საფრანგეთის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. საფრანგეთის ელჩის განცხადებით, იგი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებას და საფრანგეთი კვლავ აქტიურად განაგრძობს საქართველოს ფინანსურ და ექსპერტულ დახმარებას ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების მიმართულებით.

საფრანგეთის მთავრობისა და კერძო სტრუქტურების დახმარებით საქართველოში მიმდინარეობს მრავალი პროექტი, მათ შორის, ხდება როგორც საკურორტო (თეთნულდი), ისე სამოქალაქო (ჭიათურა) საბაგირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და განახლება.

ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ ქართულ მხარესა და საფრანგეთს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს საჰაერო თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივაზე, მათ შორის ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის მიმართულებით.

ბატონი პასკალ მენიეს თქმით, უახლოეს მომავალში თბილისში გაიხსნება "საფრანგეთის განვითარების სააგენტოს" ოფისი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და საფრანგეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics