17:51 - 07 Jul, 2026
|
2025-05-19 09:52:20, 717 ნახვა
მსოფლიო
ოფიციალური შედეგებით, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკუსორ დენმა გაიმარჯვა
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ბუქარესტის ცენტრისტმა მერმა, ნიკუსორ დენმა გაიმარჯვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თითქმის ყველა საარჩევნო უბნიდან მიღებული ოფიციალური შედეგებით, დენმა ამომრჩევლების ხმების დაახლოებით 54% მიიღო, ხოლო მისმა მეტოქემ, ულტრამემარჯვენე ჯორჯ სიმიონმა - 46%. მსოფლიო ლიდერებმა ნიკუსორ დენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუმინელებმა აირჩიეს დაპირება ძლიერ ევროპაში ღია, აყვავებული რუმინეთის შესახებ. ცნობისთვის, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობა 11.6 მილიონზე მეტმა რუმინელმა მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)