|
2016-03-16 16:15:02, 749 ნახვა
სამართალი
პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე, დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
პირადი ცხოვრების შემცველ უკანონო ფარულ კადრებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. ბრალდებულების - ზურაბ ჯამალაშვილისა და ირაკლი ფხალაძის ადვოკატები იმედოვენებენ, რომ სააპელაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გააუქმებს. დაცვის მხარე ითხოვს, რომ ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა არ შეეფარდოთ და ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება- გავრცელების საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა. ბრალდებულებს ზურაბ ჯამალაშვილსა და ირაკლი ფხალაძეს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახედ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)