|
2016-03-16 15:47:31, 832 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი
ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. როგორც „ექსპესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი და აჭარისავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე არჩილ ხაბაზე დაესწრნენ. "საყოველთაო ჯანდაცვა ჩვენთვის არის პრიორიტეტი, ის რომ ჯანდაცვა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ამავე დროს ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ობიექტის გახსნით,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ბათუმის მრავალპროფილური რესპუბლიკური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი. ახალისაავადმყოფო თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით იქნება აღჭურვილი და პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებობის ისტორიაში სამედიცინო დაწესებულება მოსახლეობას მეანობასა და ბავშვთა სამედიცონომოსამხურებას პირველად შესთავაზებს. ახალი სახელმწიფო საავადმყოფო ყველა მიმართულების გადაუდებელი მდგომარეობის მომსახურებას უზრუნველყოფს. მოსახლეობა შეძლებსეფექტური და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების მიღებას. სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარით დაფინანსდება. ამ ეტაპზემიმდინარეობს ფუძის მოწყობის სამუშაოები. მშენებლობაზე 30 ადამიანია დასაქმებული. ეს ციფრი სამომავლოდ 60-მდე გაიზრდება. მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)