|
2016-03-16 15:09:48, 568 ნახვა
საზოგადოება
საქართველო პირველად ღვინის მაგისტრების 21- კაციან ჯგუფს მასპინძლობს
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ასოციაცია „ქართული ღვინო“,-ს ორგანიზებით, 16-19 მარტს საქართველოს პირველად სტუმრობს 21 ღვინის მაგისტრი, რომლებიც მსოფლიოს 9 ქვეყანაში მოღვაწეობენ. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მათი მიზანია ქართული ღვინოს მიმართ ინტერესი კიდე უფრო გაიზარდოს მსოფლიო ბაზარზე. „კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ქართულ ღვინოზე ინტერესი მსოფლიოში იზრდება. მაგისტრების ვიზიტი და ჩვენი მიზანია, რომ ეს ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდოს და ქართული ღვინო უფრო და უფრო პოპულარული გახდეს მსოფლიო ბაზარზე. ასოციაცია „ქართულმა ღვინომ“ და მისმა წევრებმა ძალიან კარგი ორგანიზება გაუკეთეს და შეკრიბეს ასეთი მნიშვნელოვანი სტუმრები, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან და ოთხი დღის განმავლობაში დარჩებიან. ეს დეგუსტაციები კახეთში, ქართლში შედეგს გამოიღებს და ამას მოჰყვება რეზონანსი ღვინის მსოფლიო ბაზარზე“,-განაცხადა გიორგი სამანიშვილმა. მაგისტრები მოინახულებენ ღვინის კამპანიებს თბილისში, ქართლსა და კახეთში, სადაც გაიმართება ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები, ეწვევიან სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვაზის სანერგე მეურნეობას სოფელ ჯიღაურში და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სადაც გაეცნობიან ქართული ვაზისა და ღვინის კულტურასთან დაკავშირებულ უძველეს ნიმუშებს. ცნობისთვის, ასოციაცია „ქართული ღვინო“ წლებია აქტიურად თანამშრომლობს ღვინის მაგისტრების ინსტიტუტთან. სწორედ ამ აქტიურმა ტანამშრომლობამ განაპირობა ღვინის მაგისტრების დაინტერესება საქართველოთი. გამოცდილების გაზიარებისა და ახალი კონტაქტების დამყარების მიზნით. ღვინის მაგისტრები ყოველწლიურად მსოფლიოს წამყვან ღვინის ქვეყნებს სტუმრობენ. ღვინის მაგისტრების ჩამოსვლა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს და ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციის მიზნით მსოფლიო მასშტაბით. ვიზიტის დასრულების შემდეგ დაიწერება სტატიები მსოფლიო წამყვან ღვინისა და კულინარიის ჟურნალებში, მოხდება საქართველოს ღვინის კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაცია სოციალურ ქსელებში, ხელი შეეწყობა ტურისტებისა და განსაკუთრებით კი ღვინისა და კულტურის ტურისტების ნაკადის გაზრდას.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)