22:28 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-10 12:05:34, 864 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - მე მაქვს გზავნილი რუსეთისთვის და უკრაინისთვის, დაასრულეთ ეს სულელური ომი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთმა და უკრაინამ „სულელური ომი უნდა დაასრულონ“.

აღნიშნული განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინაში ამერიკის საელჩომ აშშ-ის მოქალაქეები რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საჰაერო დარტყმის შესახებ გააფრთხილა.

დონალდ ტრამპს ჟურნალისტმა ჰკითხა, რა იქნებოდა მისი გზავნილი პუტინის მიმართ საელჩოს განცხადების შემდეგ, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ორივე მხარის მიმართ ერთი გზავნილი აქვს, დაასრულონ ომი.

„მე მაქვს გზავნილი ორივე მხარისთვის – დაასრულეთ ეს ომი. ჩვენ ვკარგავთ 5 000 ჯარისკაცს კვირაში, რუს და უკრაინელ ჯარისკაცებს და ასევე სხვა ადამიანებსაც. დაასრულეთ ეს სულელური ომი, ეს არის ჩემი გზავნილი ორივესთვის“, – განაცხადა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics