|
2025-05-08 13:07:30, 726 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ აშშ-ის საელჩომ განცხადება უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის გარეშე გააკეთა
აშშ-ის საელჩომ ძალიან კარგად იცის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნირი, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ისტერია დათესონ, კვლავ შფოთი შეიტანონ საზოგადოებაში,-ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გავრცელებული განცხადება „თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის“ შესახებ. პაპუაშვილის განმარტებით, „აშშ-ის საელჩოს განცხადება გახდა ნოყიერი ნიადაგი იმ ისტერიული და დეზინფორმაციული კამპანიისთვის, რაც არაერთხელ გვინახავს“. „ამერიკულ მართლმსაჯულებაში არსებობს ასეთი პრინციპი- არ შეიძლება ხალხით სავსე თეატრში იყვირო ხანძარიაო. სამწუხაროა, რომ ამ განცხადების საჯაროდ გაკეთება უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის გარეშე მოხდა. ასეთ დროს, ნებისმიერი დიპლომატიური სამსახური უნდა იყოს ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში უსაფრთხოების შესაბამის სტრუქტურებთან და ეს კონტაქტები არსებობს. ძალიან დასანანი და გასაკვირია, რომ არაკოორდინირებულად მოხდა ამ განცხადების გავრცელება. შევხედეთ საერთო ჯამში, რას იწვევს ასეთი განცხადებები, მით უმეტეს, რომ აშშ-ის საელჩომ ძალიან კარგად იცის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნირი, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ისტერია დათესონ, კვლავ შფოთი შეიტანონ საზოგადოებაში. სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩოს ეს განცხადება გახდა ნოყიერი ნიადაგი იმ ისტერიული და დეზინფორმაციული კამპანიისთვის, რომელიც არაერთხელ გვინახავს. გუშინ ვნახეთ მთელი პროპაგანდისტული მედია, ოპოზიცია როგორ ცდილობდა საზოგადოება დაეზაფრა“,-განაცხადა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სუს-ის განცხადებითაც დადასტურდა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სარწმუნო არ იყო. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ ეს იყო ცრუ შეტყობინება, ზუსტად ამაზე მეტყველებს. არ იყო წინასწარი კომუნიკაცია, კოორდინაცია ამასთან დაკავშირებით, მათ შორის კონსულტაცია. დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს ასე აღარ მოხდება“,-განაცხადა პაპუაშვილმა. ინფორმაციისთვის, აშშ-ის საელჩოს ცნობით, თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. დასახელდა სავაჭრო ცენტრები - “ისთ ფოინთი", "გალერია თბილისი" და "თბილისი მოლი". აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა. უწყების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის "შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე". სუს-მა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს მოუწოდა, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)