|
2025-05-06 20:21:21, 925 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადისგან არაფერი სჭირდება მეგობრობის გარდა
თეთრ სახლში კანადის პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადისგან არაფერი სჭირდება მეგობრობის გარდა, კანადას კი აშშ-სგან ყველაფერი სჭირდება. როგორც ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს, ამერიკა ყოველწლიურად 200 მილიარდი დოლარით სუბსიდირებას უწევს კანადას და უზრუნველყოფს მის სამხედრო დაცვას, რაც მისთვის გაუგებარია. „მოუთმენლად ველოდები კანადის ახალ პრემიერ-მინისტრთან, მარკ კარნისთან შეხვედრას. მე ძალიან მინდა მასთან მუშაობა, თუმცა ვერ ვიგებ ერთ მარტივ სიმართლეს, რატომ ასუბსიდირებს ამერიკა კანადას 200 მილიარდი დოლარით ყოველწლიურად უფასო სამხედრო დაცვის უზრუნველყოფასთან და სხვა მრავალთან ერთად? ჩვენ არ გვჭირდება მათი მანქანები, მათი ენერგია, მათი ხის მასალა, ჩვენ არ გვჭირდება არაფერი, რაც მათ აქვთ, გარდა მათი მეგობრობისა, რომელსაც, იმედია, ჩვენ ყოველთვის შევინარჩუნებთ. მათ კი ჩვენგან ყველაფერი სჭირდებათ. პრემიერ-მინისტრი მალე მეწვევა და ეს, სავარაუდოდ, ჩემი ერთადერთი კითხვა იქნება შედეგების შესახებ“, – წერს ტრამპი. ეს მარკ კარნის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც აპრილის ბოლოს მისმა „ლიბერალურმა პარტიამ“ კანადის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. როგორც კარნიმ განაცხადა, ის ამერიკელ კოლეგასთან რთულ, თუმცა კონსტრუქციულ დიალოგს ელოდება. აშშ-ში გამგზავრებამდე კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები შეეხება სავაჭრო საკითხებს და თანამშრომლობას ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში. როგორც კარნიმ აღნიშნა, მისი მთავრობა იბრძოლებს, რომ კანადისთვის საუკეთესო გარიგება დადოს.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)