|
2025-05-06 13:40:58, 662 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ გეგელია - კონგრესში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მებრძოლმა ქართველმა ერმა
კონგრესში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა რუსულ ავტოკრატიასთან მებრძოლმა ქართველმა ერმა, - ასე შეაფასა კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ „MEGOBARI აქტის“ მიღება. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა აშშ ღიად უჭერს მხარს სამოქალაქო ბრძოლას თავისუფალი ქართული სახელმწიფოსთვის. „სენატის საგარეო კომიტეტის ერთსულოვანი გადაწყვეტილება გუშინ უკვე კონგრესის გადაწყვეტილებითაც გამყარდა, რითაც „MEGOBARI აქტმა“ კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური წონა შეიძინა. აშშ-ის ორივე პალატის და ორივე პარტიის ნება ცხადია - გაიმარჯვებს ქართული დემოკრატია და არა რუსული ავტოკრატია. გაიმარჯვებს კეთილსინდისიერება და არა უკეთურება. გაიმარჯვებს სამართლიანობა და არა ტოტალური უსამართლობა, რომელშიც ჩაგვრთო რუსეთის მსახურმა, კრიმინალურმა ბანდფორმირებამ, სახელად „ქართული ოცნება“. სრული ორპარტიული მხარდაჭერა ორივე პალატაში ნიშნავს, რომ „ MEGOBARI აქტმა“ უკვე გაიარა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები და სულ მალე გადაიქცევა მოქმედ კანონად“,- განაცხადა გეგელიამ. მისი შეფასებით, ამ მასშტაბის მხარდაჭერა არის მკაფიო დასტური იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არის ქართველი ხალხის და მისი დემოკრატიული პროტესტის გვერდით. „MEGOBARI აქტი“ პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მართავს პრორუსული და პროჩინური მთავრობა, რომელიც ანტიდასავლურ რეჟიმებთან თანამშრომლობს. ის ეჭვქვეშ აყენებს 2024 წლის წლის საპარლამენტო არჩევნებს, ღიად მოითხოვს არჩევნების სრულყოფილ გამოძიებას და აყენებს ყველა პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობის საკითხს. ამავე დროს, „MEGOBARI აქტი“ ითხოვს სანქციები დაუწესდეს „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებს და მათ მოკავშირეებს, რომლებიც ჩართულები არიან საქართველოს დესტაბილიზაციაში, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩაშლაში და ამ ქვეყნის ფუნდამენტს ძირს უთხრიან. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველო გავათავისუფლოთ ბოროტმოქმედი რუსული რეჟიმისგან. მჭიდროდ ვართ კოორდინირებული საქართველოს მეგობრებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით და პირველ რიგში, აშშ-ში. მნიშვნელოვანი კავშირები გვაქვს როგორც „რესპუბლიკელებთან“, ასევე „დემოკრატებთან“ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი ხალხის მხარდამჭერი აქტი კანონად იქცეს“, - განაცხადა გეგელიამ. ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა. ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს. შეგახსენებთ, რომ „MEGOBARI აქტი“ გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად. კონგრესმენების განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)