|
2025-05-06 11:30:24, 793 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - სანქციები ვიზების შეზღუდვასა და ქონების გაყინვას მოიცავს
„MEGOBARI აქტი“ აშშ-ის პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს იმ უცხო პირებს, მათ შორის ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან. სანქციები ვიზების შეზღუდვასა და ქონების გაყინვას მოიცავს და შეეხება - 2014 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ პარლამენტში ან პარტიულ ხელმძღვანელობაში დასაქმებულ ყველა პირს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია წერს. გვარამია განმარტავს, თუ ვის, როგორ შეეხება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილი „MEGOBARI აქტი“. „MEGOBARI აქტი“ უზარმაზარი ორპარტიული მხარდაჭერით მიღებულია. დარჩა კიდევ 2 საფეხური (კანონპროექტის სენატში განხილვა და პრეზიდენტის ხელმოწერა), რაც, როგორც წესი, სწრაფად მოსდევს პირველ და მთავარ კენჭისყრას. „MEGOBARI აქტი“ აშშ-ის პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს იმ უცხო პირებს, მათ შორის ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან. სანქციები ვიზების შეზღუდვასა და ქონების გაყინვას მოიცავს და შეეხება: 2014 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ პარლამენტში ან პარტიულ ხელმძღვანელობაში დასაქმებულ ყველა პირს; მოქმედ მაღალჩინოსნებს; მათ ახლო ნათესავებს იმ შემთხვევაში, თუ მათი ქმედებებიდან გარკვეულ სარგებელს იღებდნენ; მათ, ვინც მონაწილეობდა კორუფციაში ან საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შეჩერებას ცდილობდა“- წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“. ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა. ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)