|
2025-05-04 13:07:34, 1331 ნახვა
ომი უკრაინაში
ვლადიმერ პუტინი - უკრაინასთან შერიგება გარდაუვალია, ეს დროის საკითხია
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
რუსეთსა და უკრაინას შორის შერიგება გარდაუვალია, ეს დროის საკითხია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „მეჩვენება, რომ ეს გარდაუვალია, მიუხედავად იმ ტრაგედიისა, რომელსაც ახლა განვიცდით, ეს დროის საკითხია“, - აღნიშნა პუტინმა. ამასთან, მისი თქმით, რუსეთს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება არ ჰქონია. „თქვენს მიერ ახლახან ნახსენები იარაღის (ბირთვული იარაღის) გამოყენების საჭიროება არ იყო და იმედი მაქვს, რომ ამის საჭიროება არც იქნება“, - აღნიშნა პუტინმა. მისი მტკიცებით, მოსკოვს საკმარისი ძალები და რესურსები აქვს იმისთვის, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია სასურველი შედეგით ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს. „ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა და რესურსები, რათა ის, რაც 2022 წელს დაიწყო, ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ იმ შედეგით, რომელიც რუსეთს სჭირდება“, - აღნიშნა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)