|
2025-05-02 16:45:27, 1652 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
უკრაინასა და აშშ-ს შორის გაფორმებული შეთანხმება მინერალების შესახებ არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას და არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის პრესმდივანმა, პაოლა პინიომ განაცხადა. ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეთანხმება ითვალისწინებს უკრაინის გეგმებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. „მივესალმებით გუშინ მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და ევროკავშირის კანონმდებლობას, რაც, ცხადია, საკვანძო მნიშვნელობისაა. ეს არის ის, რაც ჩვენ უკრაინელ კოლეგებთან განვიხილეთ. ჩვენ გვესმის, რომ ეს მათ ინტერესებშიც შედიოდა, დარწმუნებულიყვნენ, რომ შეთანხმება არ გახდება დაბრკოლება მომავალში ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა პაოლა პინიომ. უკრაინამ და აშშ-მა მინერალების შესახებ შეთანხმებას 30 აპრილს ვაშინგტონში მოაწერეს ხელი. დოკუმენტი აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნას ითვალისწინებს. შეთანხმების ტექნიკური ნაწილი ჯერ არ არის გაფორმებული და გამოქვეყნებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)