|
2025-04-30 21:40:59, 1164 ნახვა
პოლიტიკა
ბექა ლილუაშვილი - თუ ყველაფერი ასე კარგადაა, რატომაა ასეთი მასშტაბური გაჭირვება?
მთავრობა ამაყად აცხადებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, თითქოს ყველაფერი კარგადაა და მოსახლეობას უბრალოდ არ უნდა სიმართლის დანახვა - ნებისმიერი პროპაგანდა მარცხდება როდესაც სვამ ორ კითხვას: რატომ გარბიან ასეთი „არნახული“ ეკონომიკიდან ადამიანები?! რატომ იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს? - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, 1.2 მილიონი მოქალაქე სახელმწიფოს დახმარების მოლოდინშია - „მათგან 700 ათასი უკიდურესად ღარიბია ანუ კანონით ასე იწოდებიან და იღებენ საარსებო შემწეობას“. „მთავრობა ამაყად აცხადებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, თითქოს ყველაფერი კარგადაა და მოსახლეობას უბრალოდ არ უნდა სიმართლის დანახვა. ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურეს სამთავრობო პროპაგანდისტული არხები ამ მიმართულებით, თუმცა ნებისმიერი პროპაგანდა მარცხდება როდესაც სვამ ორ კითხვას: რატომ გარბიან ასეთი „არნახული“ ეკონომიკიდან ადამიანები?! რატომ იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს? ამ თავბრუდამხვევი „სტატისტიკის" მიღმა, სინამდვილეში ხდება შემდეგი: 1.2 მილიონი მოქალაქე სახელმწიფოს დახმარების მოლოდინშია - მათგან 700 ათასი უკიდურესად ღარიბია ანუ კანონით ასე იწოდებიან და იღებენ საარსებო შემწეობას. ეს რიცხვი ბოლო 2-3 წელში 170 ათასით გაიზარდა. მხოლოდ 2021-2024 წლებში 400 ათასი ადამიანი დაემატა სოციალურ დახმარების მომთხოვნთა ბაზას. ბოლო 3 წელიწადში საქართველოდან 160 ათასი ადამიანი ემიგრაციაში წავიდა. მოსახლეობის 56% ელოდება ფინანსურ კრიზისს, 36%-ის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და 47%-ს საკვებზე წვდომაც კი უჭირს. ეს ყველაფერი ხდება იმ პერიოდში, როცა ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ქვეყანაში „ზრდაა“. ავტორიტარიზმის ტემპების პირობებში დროა დავსვათ კითხვები: თუ კი ყველაფერი ასე კარგადაა, რატომაა ასეთი მასშტაბური გაჭირვება? ხომ არ ხდება ისე, რომ საქსტატის ზრდის მაჩვენებლები დაფუძნებულია ფინანსთა სამინისტროს გადაჭარბებულ მონაცემებზე და რეალობას აცდენილია? ხომ არ ხდება საერთაშორისო დონეზეც ამ ციფრებით მანიპულირება? მოსახლეობის ყოველდღიურ ტკივილს ციფრები ვერ დამალავთ!“- წერს სოციალურ ქსელში ბექა ლილუაშვილი.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)