|
2025-04-30 15:59:12, 1580 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ვლადიმირის ოლქში ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ვლადიმირის ოლქში მდებარე ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ვლადიმირის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ ავდეევმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად მურომში მდებარე საწარმოში ხანძარი გაჩნდა. „დაფიქსირებულია რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატის შემოფრენა. ისინი ჩამოაგდეს ელექტრონული ბრძოლის საშუალებებით. დრონებმა დააზიანა ორი შენობა: ერთ-ერთში გაჩნდა ხანძარი, რომელიც ლოკალიზებულია. მეორე, უმნიშვნელოდ დაზიანდა“, – დაწერა გუბერნატორმა ტელეგრამში. „რბკ-უკრაინის“ წყარომ განაცხადა, რომ მურომის ქარხანაში „საბრძოლო მასალების აალების საშუალებები, ასევე რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და სამხედრო ავიაციისთვის განკუთვნილი კომპონენტები მზადდება“. ევროკავშირს მურომის ქარხნისთვის სანქციები აქვს დაწესებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)