02:25 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 17:01:21, 1281 ნახვა

კომენტარი
თვითმმართველობის წევრი: ბრძოლა იქნება შეუვალი და უკომპრომისო, იქამდე სანამ რექტორი არ გადადგება

სტუნდეტური თვითმმართველობის წევრები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თვითმმართველობის წევრმა შოთა კეზერაშვილმა განუცხადა.

კეზერაშვილის თქმით, ბრძოლა შეუვალი და უკომპრომისო იქნება.

ამასთან, მისივე განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ რექტორი თანამდებობას არ დატოვებს.

„მოლაპარაკებები გრძელდება და ველოდებით მოლაპარაკებების დასრულებას. იმ შემთხვევაში თუ რექტორი არ გადადგება, არ შევწყვეტთ პროტესტს. მოთხოვნა რჩება უცვლელი და ვეცდებით ყველანაირი გზით მივაღწიოთ იმას, რომ შედეგი დაიდოს. აკადემიური საბჭოს სხდომის ოთახს არ დავტოვებთ და ვეცდებით, მაქსიმალურ ჩარჩოებს არ გავცდეთ“, - განაცხადა კეზერაშვილმა.

მისივე განცხადებით, ინფორმაცია, რომ თითქოს ძალადობრივი გზით მოხდა აკადემიური საბჭოს ოთახში შესვლა, ეს გადაჭარბებულია.

„არანაირი ძალის გამოყენება არ ყოფილა. ეს იყო გადაჭარბებული. თუ რამდენი სტუდენტი შიმშილობს ეს დასაზუსტებელია, რადგან ჩვენი მეგობრები ვერ ახერხებენ შემოსვლას და ისინი შემოგვიერთდებიან. ერთ რამეში ვართ დარწმუნებული მეც და ჩემი მეგობრებიც, რომ ბრძოლა იქნება შეუვალი და უკომპრომისო მანამ, სანამ რექტორი არ გადადგება“, - განაცხადა კეზერაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics