|
2025-04-28 12:43:27, 798 ნახვა
სამართალი
ანტონ ჩეჩინი დღევანდელ პროცესს ვერ დაესწრო – მას თავში სიმსივნური წარმონაქმნი აქვს
აქციების დროს დაკავებული ანტონ ჩეჩინი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესს ვერ დაესწრო, მას თავში სიმსივნური წარმონაქმნი აქვს. გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩეჩინი დღევანდელ პროცესზე ვერ მიიყვანეს. სხდომა რამდენიმე წუთით გაიხსნა, მოგვიანებით კი შესვენება გამოცხადდა. სასამართლო პენიტენციური დაწესებულებიდან ელოდება განმარტებით წერილს, რატომ არ გამოცხადდა ჩეჩინი საკუთარ პროცესზე. ჩეჩინის ადვოკატის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა, სასამართლოში გაიგო. როგორც ჩეჩინის ცოლი ამბობს, ექიმი ამბობს, რომ მის მეუღლეს სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. "მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ არც ისე კარგია. როგორც იცით, კისტა თავში გაეზარდა. ყველამ იცის, რომ სიმსივნის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას და როდესაც ადამიანს შეხვდება ამხელა ნერვიულობა და ამის შემდეგაც არავინ არაფერს არ ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, არც გამიკვირდა, რომ ის კისტა გაეზარდა. წინა სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარემ ჩეჩინისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატები მიზეზად ჩეჩინის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდნენ. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ჩეჩინი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)