01:07 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-22 15:02:35, 574 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - ცესკო-ს დისკრედიტაცია ემსახურება, საქართველოში რევოლუციური პროცესის განვითარებას

,ვინც ქვეყნის ნგრევას მხარს უჭერს, ის ყოველთვის იმას მოიმიზეზებს, რომ 2/3-ით უნდა წყდებოდეს საკითხები ცესკო-ში – ამის შესახებ "ქართული ოცნების" პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„საბოტაჟის უშველებელი რესურსი იმ პოლიტიკურ სუბიექტებს გადაეცემა, რომლებიც სწორედ იმისკენ ისწრაფვიან, რომ როგორმე ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღება არ მოხდეს, მათ შორის ცესკო-ში. სხვა მხრივ, ცესკო-ს მიმართ კითხვა არ ყოფილა, მისი თავმჯდომარიდან დაწყებული, რიგითი წევრით დამთავრებული, მისი შემადგენლობა შეფასებულია უმაღლეს დონეზე. ცესკო-ს დისკრედიტაცია ამოცანაა, რომელიც კონკრეტულ მიზანს ემსახურება. მიზანია საქართველოში რევოლუციური პროცესის განვითარება და, რასაკვირველია, ცესკო ერთ-ერთი სამიზნეა. ფიზიკურად ვერ დაანგრიეს, გახსოვთ, მაშინ აქტიური მელია რომ იყო? მაგრამ ის ჩადენილი უკანონობის გამო პასუხისგებაშიც მიეცა. ცესკო მაშინაც მართალი აღმოჩნდა და პარალელური დათვლა „ისფედმა“ გააყალბა. აღმოჩნდა, მაშინაც მართალი იყო და, მით უმეტეს, ახლაც მართალია. არჩევნების გაყალბების არანაირი რესურსი არ არსებობს. გადამოწმებულია უბნები, და იმაზე მეტადაც კი, ვიდრე კანონითაა განსაზღვრული“, – განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics