21:00 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 09:27:54, 1231 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - მზად ვართ, შეერთებული შტატებისგან იარაღის დიდი პაკეტი შევიძინოთ

უკრაინა დაინტერესებულია და აშშ-ს უკვე წარუდგინა წინადადება 30-50 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის დიდი პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„დამატებით პაკეტთან დაკავშირებით, გვსურს და მზად ვართ და ამერიკულ მხარეს გადავეცით დიდი პაკეტი, რომლის ყიდვაც გვსურს. ყიდვა ამა თუ იმ ფორმით. ჩვენი ფორმატია, როგორ გადავიხდით მისთვის. მომავალი პაკეტი უფასოდ არ გვითხოვია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით უკრაინა იარაღის შეძენის შესაძლებლობას უსაფრთხოების გარანტიადაც კი განიხილავს.

„მოგვეცით პაკეტი, ჩვენ გადავიხდით. მიგვაჩნია, რომ ეს პაკეტი, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვას და სხვა შესაბამის ინსტრუმენტებს, რომლებიც ნამდვილად გვჭირდება, არის ის, რასაც დავეყრდნობით, როგორც უსაფრთხოების გარანტიას. ასეა ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული. როდესაც იქნება შეთანხმება, გადავიხდით - ფონდში გადავირიცხავთ, ან თუ გსურთ, პირდაპირ თქვენ გადაგიხდით. ჩვენთვის სულერთია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იკითხა, რამდენი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება უკრაინას.

„ტელეფონზე ვუთხარი, ათი მაინც მოგვეცით-მეთქი. ეს დაცვაა, ეს ომის დასრულების შემდეგ დაგვეხმარება, ეს უსაფრთხოების გარანტიაა, რომ უკრაინა საჰაერო თავდაცვით იქნება დაცული. არსებობს მრავალი სხვადასხვა ფორმატი და ინსტრუმენტი, რომლისთვისაც მზად ვართ. მზად ვიყავით, შესაბამისი პაკეტისთვის 30 და 50 მილიარდი მოგვეძიებინა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics