21:27 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 17:20:41, 448 ნახვა

პოლიტიკა
ჩიხრაძე კადრებზე: პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, ყველანი მზად ვართ ამ ბრძოლაში შეუპოვრები ვიყოთ

ეს არ არის კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ მიმართული შანტაჟი, ეს არის მორალური ტერორი მთელი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტისა და არასამთავრობოების დღევანდელ შეხვედრაზე ბუნებრივია ინფორმაციის გაცვლა მოხდა. როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, ინფორმაციის გაცვლაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის სულისკვეთება, რომელიც ხალხში სუფევს.

„ხალხი მზად არის, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო მოქმედებები, რომელიც იყო წინა პერიოდში „ეს შენ გეხება“-ს ფორმატში იქნას ბევრად უფრო გააქტუალურებული და ადმინისტრაციაც ყველანაირად არის მოწადინებული და მომზადებული საიმისოდ, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მივიღოთ“, - განაცხადა ჩიხრაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი სახელმწიფოებრიობას საფრთხეს უქმნის.

„ვფიქრობ, რომ მთელი საზოგადოების ვალია სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ ყველანი ვიყოთ აქტიურები. პრეზიდენტმა დღევანდელი შეხვედრით ეს თავისი აქტიურობა დაადასტურა. პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, ყველანი მზად ვართ ამ ბრძოლაში ვიყოთ ძალიან შეუპოვრები“, - განაცხადა ჩიხრაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი კონკრეტულ მექანიზმებზეც იყო. როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა განმარტა, საუბარი იყო იმაზე თუ როგორ შეიძლება პრევენციული ბრძოლა ჩამოყალიბდეს.

მისივე თქმით, კანონმდებლობა ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გამკაცრდეს. საუბარი იყო იმაზეც, თუ როგორ შეიძლება ამოქმედდეს დაბლოკვის მექანიზმი ასეთი ინფორმაციის განთავსების შემთხვევაში.

„საკითხთა საკითხი არის ის, რომ საზოგადოება იყოს აბსოლუტურად შეუგუებელი ამ ტიპის ინფორმაციისადმი. ჩვენ გამოვუცხადებთ თანადგომას ყველა იმ ადამიანს, ვინც შეიძლება ასეთი ტიპის შანტაჟის მსხვერპლი გახდეს“, - განაცხადა ჩიხრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics