|
2016-03-14 15:43:45, 697 ნახვა
სამართალი
ელისაშვილის ტელეფონის მეხსიერებიდან ბესელიას და კობახიძის მესიჯების აღდგენა ვერ მოხერხდა
საქართველოს მთავარ პროკურატურაში თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის დაკითხვა დასრულდა. როგორც დაკითხვის შემდეგ ელისაშვილის ადვოკატმა თამარ ავალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ელისაშვილი მოწმის სახით ორ საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა. ერთი იყო შეწყალების საქმე, რომელიც დაწყებულია დეპუტატების - ეკა ბესელია და მანანა კობახაძის წიანღმდეგ ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე, ხოლო მეორე ბესელიას სახელზე პატიმრის წერილთან დაკავშირებით. თამარ ავალიანის ინფორმაციით, ელისაშვილს გამომძიებლებმა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნები გააცნეს, რომლის თანახმადაც ალეკო ელისაშვილის მეხსიერებიდან მანანა კობახიძისა და ეკა ბესელიას მიერ გაგზავნილი მესიჯების აღდგენა ვერ მოხერხდა. ადვოკატოის შეფასებით, ტელეფონის მეხსიერებიდან კომუნიკაციის აღდგენა შეგნებულად არ მოხდა. „ალეკო ელისაშვილის ტელეფონს ექსპერტიზა გარკვეული პერიოდის განმავლობაში უტარდებოდა. გამაოგნებელია ექსპერტიზის დასკვნა. როგორ შეიძლება ვერ მომხდარიყო ტელეფონბის მეხსიერების აღდგენა, ეს ხომ ელემენტარულია. „მაგთიკომის“ ამონაწერი პროკურატურაში წარდგენილია, რომლითაც დგინდება, რომ ბესელია-კობახიძის მხრიდან ალეკო ელისაშვილის კუთვნილ ნომერზე კომუნიკაცია იყო. ამას პროკურატურაც აღიარებს“, - განაცხადა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)